среда, 16 марта 2011 г.

სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით დაიწყო თხოთის მთაზე მდებარე ნინოწმინდის ეკლესიის არქეოლოგიური გათხრები.

ექსპედიცია დაკომპლექტდა შემდეგი შემადგენლობით:

ექსპედიციის ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი მახარაძე. ( საქართველოს ეროვნული მუზეუმი)
ექსპედიციის მენეჯერი ზაზა მახარაძე – (საქართველოს ეროვნული მუზეუმი)
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არქეოლოგი დავით ბერიკაშვილი – (საქართველოს ეროვნული მუზეუმი)
არქეოლოგი, გოჩა ლომთაძე – (საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერთანამშრომელი)

ექპსედიციის სამეცნიერო მიზანს წარმოადგენს ტაძრის არქეოლოგიური შესწავლა, იატაკის ძველი დონეების გამოვლენა, ეკლესიის გარედან მოზვინული მიწის ფენების მოხსნა, აღმოჩენილი არტეფაქტების კვლევა და ტაძრის მომზადება სრული რეაბილიტაციისათვის.

ნინოწმინდის ეკლესიის არქეოლოგიურ კვლევას აფინანსებს სამთავისისა და გორის ეპარქია

Комментариев нет: